თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ აცნობეს.

შეფერხება ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია და მეტროს აღნიშნულ ხაზზე მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო.