ბაზარზე ახალი ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ლანდი“ გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ტანსაცმლისა და აქსესუარების ახალი ბრენდი „ლანდი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს უნიკალური დიზაინის შარფებს, კიმონოებსა და სხვა აქსესუარებს სთავაზობს.

„ლანდის“ დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ აქცენტი დახვეწილ, თანამედროვე დიზაინსა და ხარისხზე გააკეთეს.

ბრენდის თანადამფუძნებელი ნინო ბალაძე გვიამბობს, რომ იდეის გაჩენიდან პროდუქცია ერთ კვირაში უკვე მზად ჰქონდათ, რადგან „ლანდი“ „ფავორიტი ტექსტილის“, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის შვილობილი კომპანიაა. ერთკვირიანი დაუღალავი მუშაობის შედეგად შექმნეს გამორჩეული ესკიზები, რომელსაც მომხმარებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მალევე მოჰყვა. მასალად აბრეშუმსა და მზა ქსოვილებს იყენებენ, დიზაინს კი თავად ქმნიან.

dandi12-1626071233.jpg

უფრო მეტი დეტალის შესახებ თავად ნინო ბალაძე გვიამბობს:

საინტერესოა, რა კონცეფციას ეფუძნება ბრენდი და რას შესთავაზებთ მომხმარებელს?

ჩვენთვის მთავარია ვიზუალის, ხარისხისა და ფასის უკომპრომისო კომბინაცია. წინასწარი დაკვირვებით ვიცოდით, რომ ქართულ ბაზარზე ხარისხიან შარფეებზე მოთხოვნა მაღალია. თუმცა, 100% ნატურალური აბრეშუმის შარფები საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც, ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებს შესთავაზებდა, თანაც ხარისხის მიმართ კომპრომისის გარეშე. „ფავორიტი ტექსტილის“ ტექნოლოგიური ბაზა ამ შემთხვევაში ძალიან დაგვეხმარა და მიზანს ადვილად მივაღწიეთ.

„ლანდის“ დიზაინი გამორჩეულია. ვიზრუნეთ იმაზეც, რომ პროდუქციას განსაკუთრებულდ მიმზიდველი შეფუთვა ჰქონოდა. ჩვენ შევძელით შეგვექმნა ძალიან მიმზიდველი საჩუქარი, რომლის გაცემა და მიღება მომხმარებელს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს.

ვინ ქმნის შარფებისა და სხვა აქსესუარების დიზაინს და რითია ის ინსპირირებული?

ვიზუალს ვქმნით ჩვენ, თუმცა გეგმაში გვაქვს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები ჩავრთოთ, რათა მათ უნიკალური შაბლონები შექმნან. „ლანდი“ - ეს არის ერთი „ამოღება“ აბრეშუმის ძაფი. ეს სახელი ძველ ქართული სასაუბრო ენიდან შევარჩიეთ. ვფიქრობთ, რომ „ლანდი“ თემატურად შესაფერისი და ამავდროულად, მარტივად დასამახსოვრებელია. ამ სახელმა არაერთი იდეა გვიკარნახა და ჩვენს მომხმარებელს ბევრ შთამბეჭდავ სიახლეს ვუმზადებთ.

რა გეგმებით შემოდიხართ ბაზარზე?

რამდენიმე დღეში ჩაეშვება www.landi.ge, საიდანაც ჩვენი ნაწარმი გაიყიდება. შარფებს და კიმონოებს მალე სხვა აქსესუარებიც დაემატება. თუმცა, ყველა ჩვენს პროდუქტს საერთო ექნება ერთი რამ: „ლანდი“ ეს არის ხარისხისა და ფასის უკომპრომისო შეხამება.