Audi, BMW, Daimler, Porsche და Volkswagen კარტელისთვის ასობით მილიონი ევროთი დააჯარიმეს

მსხვილი გერმანული საავტომობილო კომპანიები Audi, BMW, Daimler, Porsche და Volkswagen კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულეს. ევროკავშირის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა მარეგულირებლების მიერ დადგენილი ყველა კანონის აღსრულება მოეხდინათ, თუმცა ამას პრინციპულად არ აკეთებდნენ, იმისათვის, რომ დაეზოგათ ხარჯები ნეიტრალიზაციის ძვირადღირებული სისტემების შესაქმენელად. როგორც გამოცემა The Verge წერს, ეს საქმე არ არის კავშირში დიზელგეიტის სკანდალით ცნობილ საქმესთან.

Volkswagen Group, ბრენდების Audi, Porsche და Volkswagen-ის სახით, ასევე BMW და Daimler დიდი ოდენობით დაჯარიმდნენ ევროკავშირის მხრიდან. Audi, Porsche და Volkswagen გადაიხდიან 502 მილიონ ევროს, BMW - 373 მილიონს, ხოლო Daimler ყველაზე მეტს - 727 მილიონ ევროს, თუმცა კონცერნმა გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა, გახსნა კარტელური გარიგების ყველა დეტალი და შედეგად სრულად გათავისუფლდა ჯარიმისგან.

როგორც გერმანული პრესა წერს, „ემისიების კარტელის“ შესახებ პირველად 2017 წელს დაიწყო საუბარი, თუმცა შეთანხმება როგორც აღმოჩნდა ამ კომპანიებს შორის 1990-იანი წლებიდან მოქმედებს. შედეგად კომპანიებმა შეიმუშავეს სპეციალური მექნიზმი, რომლის შედეგად რეალურ მავნე გამოანობლქვის მონაცემებს აყალბებდნენ. შეთანხმება მოქმედებდა 2009-2014 წლებში.

კოკა კვირკველია