საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან ვიცე-პრემიერების პოსტს კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.