სუეცის არხმა 2020-2021 წელს რეკორდული - 5,84 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2020-2021 ფინანსური წლის განმავლობაში სუეცის არხმა რეკორდული - 5,84 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ არხის ადმინისტრატორი კომპანიის თავკაცმა უსამა რაბიამ განაცხადა.

„2021 წლის პირველ ნახევარში სუეცის არხმა 9763 ხომალდი გაატარა, რომელთა ჯამური ტვირთი 610 მილიონი ტონა იყო. 2020-2021 ფინანსური წლის განმავლობაში მივიღეთ 5,84 მლრდ დოლარის შემოსავალი. შედარებისთვის, წინა წელს ეს მაჩვენებელი 5.72 მილიარდი იყო“, -აცხადებს რაბია.

მისივე თქმით, ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, არხმა აღნიშნულს მიაღწია მოქნილი მარკეტინგული და საფასო პოლიტიკის შედეგად ხომალდებთან მიმართებაში, რომლებიც კვეთენ არხს. „ჩვენ შევძელით ჩვენი კლიენტების ნდობის შენარჩუნება“ - დასძინა მან.

კოკა კვირკველია