ამერიკული სტარტაპი მარწყვის მკრეფავ თვითმავალ რობოტს მალე წარმოებაში ჩაუშვებს

ამერიკული სტარტაპი Traptic აკეთებს განაცხადს, რომ მარწყვის მკრეფავი თვითმავალი რობოტის კომერციულ დანერგვას აპირებს. ინფორმაციას პორტალი „აგრობიზნესი“ ავრცელებს. კომპანია Blazer-Wilkinson აშშ-ში მარწყვის მსხვილი მწარმოებელია, რომელმაც ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ივნისში დაიწყო. სისტემა მარწყვის მკრეფავ ადამიანებთან ტანდემში მუშაობს.

Traptic-ის სისტემა შეიცავს 3D კამერებს, ხელოვნური ინტელექტის აზროვნებასა და რობოტულ ხელებს, რომელსაც კენკრის ფრთხილად, მოსავლის დაზიანების გარეშე მოკრეფა შეუძლია

„COVID-19-მდეც კი შეერთებულ შტატებში მუშახელის დეფიციტმა დიდი დანაკარგი გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო დიდი კრიზისი შექმნა, რადგან მუშებს გადაადგილების პრობლემები შეექმნათ,“ - წერს პორტალი.

Traptic-ის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში მოსავლის აუღებლობის გამო, მინდვრებში ამერიკული მარწყვის, დაახლოებით, 10% ლპება, რის შედეგადაც ყოველწლიურად 300 მლნ დოლარის ნარჩენი რჩება.

Traptic-მა მუშაობის დაჩქარება ვენჩურული ფონდებიდან ინვესტიციების წყალობით შეძლო, რაც 2019 წლის ბოლოს განხორციელდა. კომპანიამ, საერთო ჯამში, 8.4 მლნ დოლარი მიიზიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ