საქართველოში სასტუმროს ფასები 6.4%-ით გაიზარდა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, 2021 წლის მაისთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.

მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 8.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები - 1.7%-ით.

ამასთან, 2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.8%-ით შემცირდა.

კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 243 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი 81 ლარით განისაზღვრა.

ნინი ქეთელაური