საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 35 117 ტესტი ჩატარდა.