იანვარ-ივნისში ექსპორტი 25.5%-ით, ხოლო იმპორტი 19.5%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 212.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.3 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 887.5 მლნ აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 324.6 მლნ აშშ დოლარი (19.5 პროცენტით მეტი).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივნისში 2 437.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი