Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1340 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1340 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1315 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 12 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1429 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7240 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.