სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 52 750 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.970 პროცენტით, მაქსიმალური 9.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.