კომპანია სპექტრის ორგანიზებით ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

სპექტრის ორგანიზებით 10-11 ივლისს, თელავში გაიმართა კონფერენცია SecureIT, რომელიც შეეხებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) უსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვას. კონფერენციაზე სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს გაზრდილი გამოწვევები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და გააზიარეს არსებული საფრთხეების პრევენციის მიმდინარე ტრენდები.

hall-1626173454.jpeg

შეხვედრის მიზანი იყო კიბერუსაფრთხოების პრობლემის აქტუალურობის გაზრდა ბიზნესისთვის და დარგის წარმომადგენლებს საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და გაცნობოდნენ იმ წამყვან ტექნოლოგიებს, რაც დაეხმარებათ მართონ უსაფრთხოების რისკები და შეინარჩუნონ დაცული და საიმედო ტექნოლოგიური გარემო.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები: Symantec, Palo Alto, Micro Focus

natia-tsintsalashvili-1626173505.jpeg

“დღეს კიბერუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას ისე, როგორც არასდროს. ბიზნესი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს განიცდის კიბერდანაშაულის შედეგად. კომპანია სპექტრი ეხმარება ბიზნესს შეარჩიოს დაცვის სწორი სტრატეგია, აირჩიოს სწორი აპარატული და პროგრამული კოპონენტები და რაც მთავარია, შეიმუშაოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც უსაფრთხოებას ციფრულ გარემოში განიხილავს როგორც უწყვეტ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ყველა კომპონენტის მნიშვნელობა, არის ზომვადი და აზღვევს ბიზნესის რისკებს”, - ამბობს ნათია წინწალაშვილი, კომპანია სპექტრის დირექტორი.

„დღევანდელ რეალობაში IT უსაფრთხოება არის ტოპ აქტუალური საკითხი ნებისმიერი საშუალო თუ მსხვილი კომპანიებისთვის. სენსიტიური ინფორმაციის დაცულად შენახვა არასდროს ყოფილა მარტივი ამოცანა. დღეს როდესაც IT სფერო სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, ასევე პროპორციულად იზრდება ინფორმაციის გაჟონვის რისკებიც. კიბერ დამნაშავეები პოულობენ ახალ გზებს თავდაცვის მოძველებული მეთოდების თავიდან ასარიდებლად და ზიანს აყენებენ კომპანიებს. ბოლო წლების მანძილზე კიბერ შეტევებმა რუტინული სახე მიიღო, რის შედეგაც ათასობით კომპანიამ საგრძნობი ზარალი განიცადა.

კომპანია მუკი, Symantec-სა და Paloalto-ს უნიკალური ტექნოლოგიების მქონე გადაწყვეტილებების საშუალებით, სთავაზობს საბოლოო მომხმარებლებს ამ რისკების მაქსიმალურად შემცირებას ინფორმაციის გავრცელების ნებისმიერ წერტილში”, - გიორგი გვარამაშვილი, Symantec, Paloalto პროდაქტ მენეჯერი.

სპექტრი მულტივენდორული კომპანიაა - არაერთი მსოფლიო ბრენდის პარტნიორია საქართველოში. მისი ბიზნეს მოდელით, პარტნიორების დიდი ქსელით, პროცესებში მოქნილობითა და ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სპექტრი მომხმარებელს სწრაფ, ეფექტურ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს, რაც მათ წარმატებული და მომგებიანი ბიზნესის კეთებაში ეხმარება.

R