Lufthansa-მ პანდემიამდელ მგზავრთა რაოდენობის 40%-ს მიაღწია

ავიაკომპანია Lufthansa მგზავრთა არსებულ რაოდენობაზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მიმდინარე მომენტისთვის ავიაკომპანიამ მგზავრთა მაჩვენებლის მხრივ, პანდემიამდელი დონის 40%-ს მიაღწია. თუმცა Lufthansa წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის 60-70%-მდე გაზრდას პროგნოზირებს.

„ზაფხული, პანდემიამდელ დონესთნ შედარებით, მგზავრების 10%-ითა და რეისების 15%-ით დავიწყეთ,“ - აცხადებს გერმანული ავიაკომპანიის მენეჯერი იენს ფელინგერი.

ამჟამად ავიაკომპანია კრიზისამდელი რეისების 55%-ს ასრულებს. მართალია, Lufthansa, 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, უფრო მეტ - 192 დანიშნულების პუნქტს ემსახურება, მაგრამ რეისები იმ პერიოდის ფრენებზე ნაკლებია.

ფელინგერის მონაცემებით, ავიაკომპანია და მისი შვილობილი კომპანიები კრიზისამდელი 800 თვიმფრინავიდან ამ დროისთვის 520-ს იყენებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ