ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში, შიმკენტის მიმართულებით რეისები შესრულდება.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შიმკენტის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
„ცოტა ხნის წინ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიკიაკომპანია FlyArystan-მა შიმკენტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ“, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ლევან ცხადაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება.
,,ყაზახური დაბალბიუტერი ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს. შიმკენტი - სრულიად ახალი მიმართულება დაემატა დღეიდან ჩვენს აეროპორტს. ავიაკომპანია ჩვენი აეროპორტიდან ყაზახეთის 3 ქალაქის მიმართულებით ფრენებს წარმატებით ახორციელებს. მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანიამ სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. 10 აგვისტოდან კი ყაზახეთის დედაქალაქის მიმართულებით ავიაკომპანია მეოთხე სიხშირეს ამატებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის 4 ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს'', - განაცხადა ლევან ცხადაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივლისის თვეში ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.
ამასთან, FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.