ამერიკელებმა გამოიგონეს ტყვიები, რომელთაც მიმართულების შეცვლა შეუძლიათ

ამერიკულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ და სააგენტო DARPA-მ წარმატებით დაასრულა ახალი, მიმართულების შეცვლის ფუნქციის მქონე ტყვიების ტესტირების პროცესი.

"სამხედრო სნაიპერებისთვის ცუდი ამინდის პირობებში და მოძრავ მიზანზე მუშაობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებითაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სნაიპერმა შეძლოს სამიზნეს ზუსტად და სწრაფად ესროლოს. არაზუსტი ნასროლი ზრდის მოწინააღმდეგის მიერ, მებრძოლის აღმოჩენის შანსებს" - აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი მკვლევარი.

მწარმოებლების თქმით, ახალი სისტემა ტყვიას საშუალებას აძლევს, გაუთვალისწინებელი ფაქტორებით გამოწვეული მიმართულება შეიცვალოს. ახალი სისტემის ფარგლებში, სნაიპერს შეუძლია ტყვიას მიმართულება გასროლის შემდეგ შეუცვალოს. აღსანიშნავია, რომ ახალი ტყვიების სიგრძე 10 სანტიმეტრია.

ტყვიაზე არსებულ ოპტიკურ სენსორს აქვს ფუნქცია განსაზღვროს სად მდებარეობს სამიზნე. ფრენის დროს, ოპტიკური სენსორის მიერ მოწოდებული მონაცემების ხარჯზე, ტყვიას მიმართულების შეცვლა შეუძლია. ტყვიაზე მიმაგრებული მცირე ზომის "ფარფლები" ტრაექტორიის შეცვლას ემსახურება. მათი მეშვეობით, ტყვიას მიმართულების შეცვლა წამში 30-ჯერ შეუძლია.