საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 30 867 ტესტი ჩატარდა.