ივნისში პანდემიურ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ბინების გაყიდვები 10%-ით გაიზარდა

თბილისში, 2021 წლის ივნისში 3,378 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

ამის შესახებ, „კოლიერს ჯორჯიას“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, კვლევის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 153 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის ივნისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,165 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2021 წლის ივნისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 20%-ით, 51 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 2019-თან შედარებით 34%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 20%-იანი კლება განიცადა,“-ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი