განახლებული FLY.GE  დაბრუნდა -  რა სიახლეებს სთავაზობს  მოგზაურობის მოყვარულებს, წამყვანი ტურისტული პლატფორმა საქართველოში

მოგზაურებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ვებ-გვერდი Fly.ge, თავის მომხმარებელს განახლებულ ფორმატში დაუბრუნდა.

ამიერიდან Fly.ge-ს სამენოვან ონლაინ პლატფორმაზე, მგზავრს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი მიმართულებით სასურველი ავიაბილეთის შეძენა, კონკურენტულ ფასად და ძალიან მარტივად - სამ წუთში შეუძლია.

კომპანიას, დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის „KEDARI VENTURES” სახით, ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს, რომელთან ერთადაც Fly.Ge-მ შექმნა და განავითარა ისეთი სერვისები, რომლებიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფენ.

Fly.ge-ს ამოცანა, ადამიანებისთვის მოგზაურობის გამარტივება და ბედნიერი გამოცდილების მიღებაში დახმარებაა, ხოლო მიზანი - მგზავრისთვის სრულყოფილი პროდუქტის შესთავაზება, რომელიც მას საკუთარი სურვილების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

სწორედ აქედან გამომდინარე, მოგზაურობის მოყვარულებს მაქსიმალურ კომფორტს და მომსახურების სრულ პაკეტს, ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. მათ შორის ავიაბილეთებს, სასტუმროს დაჯავშნის სერვისს, PCR-ტესტს სპეციალურ ფასად და სხვ. რამდენიმე დღეში, კი ვებ გვერდზე სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევის, ონლაინ შეძენის სერვისიც დაემატება.

თუ თანამედროვე ადამიანისთვის, დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, კოვიდპანდემიამ კიდევ ერთი ასპექტი გამოკვეთა - ყველა სერვისის, დისტანციური ხელმისაწვდომობა. სწორედ აქედან გამომდინარე, განახლებული Fly.ge-ს პლატფორმა, შესაბამისი ინსტრუმენტებით და სერვისებით, თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებების, მაქსიმალური გათვალისწინებითაა შედგენილი.

მულტიფუნქციური ვებ საიტი, მგზავრს ათასობით ავიაბილეთს შორის, მისი მოთხოვნების შესაბამის შეთავაზებებს აწვდის. შერჩევის პროცესში, მომხმარებელს შედეგების გაფილტვრა შეუძლია, როგორც „ყველაზე იაფი“, და „უსწრაფესი“ კატეგორიის, ასევე „საუკეთესოს“ მიხედვით, რომელიც დროის და ბიუჯეტის ოპტიმიზაციის შედეგად, საუკეთესო რეზულტატებს აგენერირებს.

მომხმარებელს, როგორც პირად კაბინეტში, ასევე ავიაბილეთის შეძენის პროცესში, სხვა მგზავრების მონაცემების დამატების შესაძლებლობაც აქვს. აღნიშნული ფუნქციონალი, რამდენიმე ბილეთის, ერთი ოპერაცით შეძენას უზრუნველყოფს და განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, კორპორატიული მომხმარებლებისთვის წარმოადგენს, ხოლო ოჯახური და მეგობრული მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს, მარტივს და სასიამოვნოს ხდის.

shignittt-1626335505.jpg

საიტის ნავიგაცია

· მგზავრს, შეუძლია მოძებნოს ავიაბილეთი სასურველი მიმართულებით, სასურველი თარიღის მითითებით;

· გაფილტროს შედეგები „ყველაზე იაფი“, „უსწრაფესი“ და „საუკეთესო“ კატეგორიის მიხედვით;

· მონიშნოს სასურველი ავიაკომპანია, გადაჯდომების რაოდენობა, ფრენის სასურველი დრო;

· გაეცნოს ბილეთის დეტალებს. შეავსოს პირადი მონაცემები და შეიძინოს ავიაბილეთი, რომლის გადახდის ინვოისი და ელექტრონული ბილეთი, მომხმარებლის პირად კაბინეტში, მომენტალურად აისახება;

· სურვილისამებრ მგზავრს, ბილეთთან ერთად შეუძლია აირჩიოს PCR-ტესტი სპეციალურ ფასად.

კომპანიის დირექტორის, თამარ ვაშაყმაძის თქმით, პლატფორმა მუდმივი განვითარების რეჟიმშია და მუშაობს ისეთი სერვისების დამატებაზე, როგორიცაა ონლაინ “Check In”, დამატებითი ბარგის შეძენა, “Wishlist”, ბილეთები საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებისთვის, ერთგული მომხმარებლებისთვის, დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება და სხვ.

(R)