Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1350 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1384 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1430 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7084 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.