Daimler-ის კვარტალურმა შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა

საავტომობილო კომპანია Daimler AG მეორე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ირკვევა, რომ კომპანიის შემოსავლებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, იმ ფონზე როცა საავტომობილო ბაზარზე მიკროჩიპების დეფიციტია.

წინასწარი მონაცემებით, კომპანიის შემოსავლებმა (EBIT) აპრილ-ივნისში 5,19 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როცა ანალიტიკოსების პროგნოზი იყო 4,12 მილიარდი ევრო. 2020 წლის მეორე კვარტალში Daimler-ის დანაკარგი 1,68 მილიარდი ევრო იყო.

Mercedes-Benz Cars & Vans-ის EBIT-მა შეადგინა 3,44 მილიარდი ევრო, მაშინ როცა 2,92 მილიარდი ევროს მოლოდინი იყო. კორექტირებულმა EBIT-მა კი 3,6 მილიარდი ევრო შეადგინა.

Daimler Trucks & Buses განყოფილებაში კი EBIT-მა 820 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა კონსესუს-პროგნოზი 680 მილიონი იყო. კორექტირებულმა კი 831 მილიონი ევრო შეადგინა.

რაც შეეხება განყოფილებას Daimler Mobility, მისი შემოსავლები 924 მილიონი ევროა, პროგნოზირებული კი იყო 653 მილიონი ევრო.

კოკა კვირკველია