„მიჰაუსი“ 1 წლის გახდა - როგორ აღნიშნავს დაბადების დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ 1 წლის გახდა.

„მიჰაუსი“ ერთსართულიანი 12 000 კვ.მ ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტია, სადაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, 60 000-მდე დასახელების პროდუქტი, მათ შორის სამშენებლო მასალები, ელექტრობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.

ჰიპერმარკეტში პროდუქციის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის აშშ, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და სხვა. რაც მთავარია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთება შეუძლია ყველა საფასო კატეგორიაში.

ამასთან, „მიჰაუსის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაშიც, რომელიც აპლიკაციის სახითაც შეგიძლიათ გადმოწეროთ როგორც iOS, ისე Android ვერსიისთვის.

„ჩვენ ვიყავით პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომელმაც პანდემიის პირობებში ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სწრაფად უპასუხა და მომხმარებელს შესთავაზა პროდუქციის შეძენის სწრაფი სერვისი - აპლიკაცია. ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს მარტივი შეძენისა და მიტანის სერვისი, რაც მომხმარებლებს რემონტთან დაკავშირებულ ბევრ უსიამოვნებას არიდებს თავიდან“, - განმარტეს „მიჰაუსში“.

პირველ დაბადების დღესთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტი მომხმარებლებს გრანდიოზულ საჩუქრებს სთავაზობს: 16, 17 და 18 ივლისს „მიჰაუსში“ მისულ მომხმარებლებს შემდეგ სურპრიზები დახვდებათ:

· ყოველი მეასე მომხმარებელი ნებისმიერ შენაძენზე მიიღებს 100 ლარიან ვაუჩერს;

· ყოველი მეხუთასე - 500 ლარიან ვაუჩერს;

· სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე, გათამაშდება 1000 ლარიანი ვაუჩერი;

· ყოველ 150 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, რომლითაც ექნება უამრავი საჩუქრის მოგების შანსი, მათ შორის არისტონისა და მიდეას კონდიციონერების;

· შენაძენის ვებგვერდიდან გაკეთების შემთხევევაში, მომხმარებელი ისარგებლებს უფასო მიწოდებით 20 კილოგრამამდე ან 800 ლარის ზემოთ შენაძენზე - თბილისის მასშტაბით;

· და რაც მთავარია, თქვენ გელით გრანდიოზული ფასდაკლება მთელს პროდუქციაზე.

აქცია მოქმედებს მხოლოდ სამი დღის განმავლობაში, ასე რომ არ გამოტოვოთ გრანდიოზული პრიზების მოგების შანსი.

(R)