Emmy-ის საუკეთესო რეკლამის ნომინაციაში Apple და Nike დასახელდა

საერთაშორისო სატელევიზიო პრემია Emmy-ის ორგანიზატორებმა „საუკეთესო რეკლამის“ კატეგორიაში ხუთი ვიდეო-რგოლი განათავსეს. ნომინაციების რაოდენობით ლიდერია კომპანია Apple და მისი ბრენდი Beats by Dre. Apple-ის ნომინაციაში შედის სამი სარეკლამო რგოლი: Jump (AirPods Pro), It Always Do That (Apple Watch Series 6) და You Love Me (Beats by Dre).

ორი ​​ნომინაცია აქვს კომპანია Nike-ს. ეს სარეკლამო რგოლებია - You Can't Stop Us და Better|Mamba Forever. გარდა ამისა, შორტ-ლისტში მოხვდა კომპანია Amazon-იც ხმოვან ასისტენტ Alexa-ზე გადაღებული რეკლამით.

Netflix-მა, რომელიც 2018 და 2020 წლებში პლატფორმებს შორის პირველი იყო, ამჯერად HBO / HBO Max-თან წააგო. ამ კონკურენტ პროექტებს 130 ნომინაცია აქვთ, Netflix-ს კი მხოლოდ ერთით ნაკლები. მესამე ადგილზეა Disney+ 71 ნომინაციით, მეოთხეზე კი - NBC 46 ნომინაციით.

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, Emmy-ის დაჯილდოების ცერემონია 19 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება. ღონისძიება ტელეკომპანია CBS-ისა და ვიდეოსერვისის Paramount+ მიერ გადაიცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ