„საშემოსავლო გადასახადის შემცირება რომ არასაკმარისია და ამის გარდა კიდევ მოგების გადასახადიც შესამცირებელია, იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ“

„საშემოსავლო გადასახადის შემცირება რომ არასაკმარისია და ამის გარდა კიდევ მოგების გადასახადიც შესამცირებელია, იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრი, გახარიას გუნდის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამით ლილუაშვილი მოქალაქე მაკა მინდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა, განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს.

"გახარიას ფაქტორმა" რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა ეს ყველასთვის გასაგები და ცხადია.

ისიც კარგად გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი "ბოსები" ჩვენი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის ჯერ არნახული ენთუზიაზმით რომ აღივსნენ, სწორედ "გახარიას ფაქტორის" გამო და ამ ენთუზიაზმის ნახევარიც ვერ/არ გამოიყენეს ნაც. მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გასასტუმრებლად მთელს ამ პერიოდში.

ახლა, კიდევ "გახარიას ფაქტორის" გამო გადასახადებზე და მათ შემცირებაზე "ფიქრი" დაუწყიათ, კი არადა, ვიღაც მოქალაქეს ჩაუდია მათ ჭკუაში ეს ინიციატივა და ახლა აპირებენ იმსჯელონ თურმე :))))

"გახარიას ფაქტორი" უკვე ეკონომიკურ რეალობაზეც ახდენს გავლენას. გახარია - პრემიერიც ხომ საქმიანი იყო, ახლა ოპოზიციაშია და იქედან აკეთებს პრემიერის საკეთებელს :)))

მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩაიხედეთ იმ ეკონომიკური აღდგენის გეგმაში, რაც დაგახვედრეთ მთავრობის კანცელარიაში ახალ პრემიერ მინისტრს.

ჩვენს პროგრამაშიც ჩაგეხედათ, მარტო საშემოსავლო გადასახადის შემცირება რომ არასაკმარისია და ამის გარდა კიდევ მოგების გადასახადიც შესამცირებელია, იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ.

მესმის, გაგიჭირდათ შეიძლება აღიარება ამის და ამ "მოქალაქის" მოფიქრებაც მოგიხდათ ეტყობა.რას დავეძებ, ნეტავი გააკეთებდეთ და... – წერს ბექა ლილუაშვილი.