Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1240 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 15 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1386 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7108 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.