Ford-მა ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბენზინის არომატიანი სუნამო შექმნა

კომპანია Ford-ის სპეციალისტების კვლევით, ელექტრო Mustang Mach-E-ის ყოველ მეხუთე მფლობელს, ქვეცნობიერად, საწვავზე მომუშავე ავტომობილის სურნელი ენატრება. ამ დანაკლისის შესავსებად კომპანიამ ორიგინალური პარფიუმი, Mach-Eau შექმნა, რომელიც მომხმარებელს შეყნოსვით შიგაწვის ძრავის სურნელს ახსენებს. ახალი არომატი განკუთვნილია Mustang Mach-E-ის მფლობელების 70%-ისთვის, რომლებმაც გამოკითხვის დროს აღიარეს, რომ ბენზინის სურნელი ენატრებათ.

„ეს პრემიუმ-კლასის არომატია მათთვის, ვისაც სრულიად ელექტრო Mustang Mach-E-ის დინამიურობა სწყურია, მაგრამ გულგრილი არ არის ტრადიციული ბენზინის ავტომობილებისადმი,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ბენზინის არომატის გარდა, ახალ პარფიუმში დამატებულია რეზინის, ნუშის, ნემსიწვერას, ცისფერი კოჭას, სანტალიუმისა და ლავანდის არომატები. პრეზენტაცია კომპანიამ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამართა.

კოკა კვირკველია