ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა Mastercard-ს ახალი ბარათების გამოცემა აუკრძალა

ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა საგადასახადო სისტემა Mastercard-ს კლიენტებისთვის ახალი დებეტურ-საკრედიტო ბარათების გამოშვება აუკრძალა. Mastercard ამას ინდოეთის შიგნით გაურკვეველი ვადით ვეღარ შეძლებს.

ქვეყნის მარეგულირებელმა სამსახურმა კომპანია მონაცემთა დაცვის კანონდარღვევაში დაადანაშაულა. ინდოეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში წერია, რომ Mastercard-მა არ შეასრულა უცხოურ საგადასახადო სისტემაზე დაკისრებული ვალდებულება, შეინახოს ტრანზაქციათა მონაცემები მხოლოდ ინდოეთის ტერიტორიაზე.

კანონის წინააღმდეგ ამერიკული პროვაიდერები აქტიურად გამოდიან, რადგან ეს ზომები ინდოეთში მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

წლის დასაწყისში ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა, ანალოგიური ბრალდებით, ახალი ბარათების გამოცემა American Express-სა და Diners Club-საც აუკრძალა.

მიმდინარე წელს ინდოეთში განხორციელებული ფულადი გადახდებიდან, Mastercard-ის წილი 33%-ია. 2019 წელს, გაფართოების ფარგლებში, კომპანიამ ინდოეთში 1 მლრდ დოლარის ინვესტირებაზე განცხადება გააკეთა, რაც 5 წელიწადზეა გაწერილი.

კოკა კვირკველია