შესაძლოა "სბერბანკმა" იპოთეკური განაკვეთი 17%-მდე გაზარდოს

რუსეთის "სბერბანკმა" შესაძლოა, უახლოეს პერიოდში საშუალო იპოთეკური განაკვეთი, ამჟამინდელი 13%-დან 15%-მდე გაზარდოს.

ამის შესახებ რუსეთის უდიდესი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბელა ზლატკისმა განაცხადა. ამასთან ერთად, მან ხაზი გაუსვა, რომ ბანკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გასცეს იპოთეკური კრედიტები შესაძლო ფინანსური დანაკარგის მიუხედავად. "როგორც ვიცით, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი, 17%-ია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იპოთეკურ სესხებს შესაძლო ფინანსური დანაკარგების მიუხედავად გავცემდით. ჩვენი შემოსავლები გვაძლევენ ამის საშუალებას", - დასძინა ზლატკინსმა.

გასულ ორშაბათს, როდესაც რუბლის ფასმა ერთ დღეში 10%-ით დაიკლო, ცენტრალურმა ბანკმა 90-იანი წლების შემდგომ, რეკორდული გადაწყვეტილება მიიღო, საპროცენტო განაკვეთი 17%-მდე გაეზარდა.

"ამჟამად ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პრობლემაა - იპოთეკა დოლარებში. ჩვენ არ გვაქვს იპოთეკა დოლარში. ჩვენ დიდი ხანია გავიგეთ, რომ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია გაიგოს, რა მდგომარეობაშია მისი ფინანსები და რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ წლებია არ გავცემთ იპოთეკას დოლარში, იპოთეკა ჩვენთან მხოლოდ რუბლშია",- განაცხადა ზლატკინსმა.