ახალი მილიარდერი - როგორ გამოიმუშავა Beachbody და Myx Fitness -ის შერწყმის შედეგად კომპანიის დამფუძნებელმა 1,7 მლრდ დოლარი

სანტა მონიკაში დაფუძნებული Beachbody, რომელიც წონის კლებისთვის განკუთვნილ სასმელებს და სავარჯიშო DVD– ებს ყიდის, ონლაინ და ფიტნეს ბრენდად ძალიან მალე გადაიქცა.

28 ივნისს სავარჯიშო ველოსიპედის მწარმოებელთან შერწყმის შედეგად, კომპანია ნიუ – იორკის საფონდო ბირჟაზეც გამოჩდა.

Beachbody MYXFitness და Forest Road Acquisition Corp. კომპანიებს შეუერთდა. ეს ორი უკანასკნელი კი NBA- ს ლეგენდარულ კალათბურთელთან, შაკილ ო ნილთან და TikTok- ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან კევინ მაიერთან არის დაკავშირებული.

სწორედ 28 ივნისს, დილის 9 საათსა და 45 წუთზე, Beachbody- ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე კარლ დიკლერი, რომელმაც კომპანია 1998 წელს დააარსა, 1,7 მილიარდი დოლარით ოფიციალურად გახდა მილიარდერი.

კომპანიების გაერთიანების მიზანია კონკურენცია გაუწიოს წამყვან ფიტნეს ბრენდებს, როგორიცაა Peloton და Lululemon. ცოცხალი და მოთხოვნადი MYX სენსორული სავარჯიშო ველოსიპედით, Peloton- ი უფრო იაფი ალტერნატივაა. MYX სავარჯიშო ველოსიპედი კომპანიის ვებგვერდზე 1 299 დოლარად იყიდება, ხოლო Peloton– ის ყველაზე იაფი პაკეტის ფასი 1 895 დოლარი ღირს. MYXFitness შედარებით ახალბედაა და ძნელად ჩანს სავარჯიშო ველოსიპედების სამყაროში.

როგორც „ფორბსი“ წერს, დიკლერი ფილადელფიასთან ახლოს მდებარე დასახლებაში გაიზარდა. 1986 წელს იტაკას კოლეჯი დაამთავრა და კორპორატიული მედია ორგანიზაციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. იგი მუშაობდა პროდიუსერად შოუებში, რომლებიც სატელევიზიო ეთერში გადიოდა. 1987 წელს მან დატოვა სამსახური და დაიწყო ინფორმაციული ფიტნეს რეკლამების შემუშავება, ხოლო 1990-იან წლებში დაიწყო სავარჯიშო ჩანაწერების გამოცემა. 1994 წელს მან დააარსა TelAmerica Media, სავარჯიშო ვიდეო ფირმა, რომელმაც გაყიდა მისი ყველაზე წარმატებული ვიდეოს, Buns of Steel, 2 მილიონი ასლი.

1998 წელს მან კოლეჯის მეგობართან, ჯონ კონდონთან ერთად Beachbody წამოიწყო და 500 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

Beachbody- ის პირველი დიდი ჰიტი P90X-ის 3-თვიანი ინტენსიური პროგრამა იყო, რომლითაც ისეთი ცნობილი ადამიანები სარგებლობდნენ, როგორიცაა მიშელ ობამა და პალატის ყოფილი სპიკერი პოლ რაიანი.

2015 წელს დიკლერმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შანსი და წამოიწყო Beachbody on Demand სერვისი Netflix-ზე. პაკეტი წელიწადში 99 დოლარად არის ხელმისაწვდომი. ეს სტრატეგია მოკლევადიან პერსპექტივაში მტკივნეული აღმოჩნდა, 2016 წელს მწვრთნელთა რიცხვი 450,000-დან 340,000-მდე შემცირდა, მაგრამ შედეგი 2020 წელს გამოიღო. პანდემიის გამო მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ონლაინ ტრენინგებზე გადავიდა.

2019 წლის დასაწყისში კონგდონმა კიდევ ერთი ონლაინ ფიტნეს სერვისი Openfit დააარსა, რომლის გამოწერა 19 დოლარი ღირდა. 2020 წელს აბონენტების რაოდენობა 53% –ით გაიზარდა და 2,6 მილიონი შეადგინა.

თეონა რამაზაშვილი