10 ობიექტი, რომელიც მთავრობამ ყველაზე ძვირად გაყიდა - აუქციონის მესამე ეტაპის შედეგები

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფომ აუქციონის მესამე ეტაპის შედეგი გამოაქვეყნა. ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მესამე ეტაპზე სულ გაიყიდა 41 სასოფლო-სამეურნეო და 17 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტი.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ობიექტს, რომლებიც სახელმწიფო ყველაზე ძვირად გაყიდა:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში სასოფლო- სამეურნეო მიწა - 11 035000 ლარი (140,6656 ჰა)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - 1 871 000 ლარი (31,0268 ჰა)
  • შპს „საზღვაო ტექსერვისის" (ს/ნ 245431206) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი - 1 700 850 ლარი
  • ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N58-ში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1 115 000 ლარი (69,2300 ჰა)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, სასოფლო სამეურნეო მიწა - 891 000 ლარი (17,6078 ჰა)
  • ქალაქ ბორჯომში, „პლატოზე“ არსებული 5478.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 6038.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - 829 000 ლარი
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოჭბაანში, სასოფლო-სამეურნეო მიწა - 726 000 ლარი (10,4461 ჰა)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, სასოფლო-სამეურნეო მიწა - 618 000 ლარი (12,3270 ჰა)
  • ქალაქი ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 429 000 ლარი (1,4007 ჰა)
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 336 000 ლარი (6,6839 ჰა)

ცნობისთვის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს „100 ახალ საპრივატიზებო ქონება“ თავდაპირველად 2019 სექტემბერში შესთავაზა. მას შემდეგ აუქციონები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.

თამარ მუკბანიანი