„საქართველო შევიდა სახიფათო ქვეყნების სიაში - ჩვენი ძალისხმევით პულსაცია მიცემულ ტურიზმს ისევ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ“

„საქართველო შევიდა სახიფათო ქვეყნების სიაში,“ - ამის შესახებ, ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო შევიდა სახიფათო ქვეყნების სიაში, 23 ივლისიდან საქართველოდან უკან დაბრუნებულ ტურიტებს მოეთხოვებათ 7 დღიანი თვითიზოლაცია. უქმდება ტურები, მხოლოდ ჯავშნების გაუქმებები მოდის სასტუმროებშიც.

ჩაგვეხლიჩა ხმა კერძო სექტორს, გეძახით, გთხოვთ, გკარნახობთ მაგრამ არ აღელვებს ჩვენს მთავრობას! მიგეხედათ ამ პრივილეგირებულ სასტუმროებში, ქორწილების მონიტორინგი დაგეწესებინათ არსებულ რეგულაციებზე და მოგეცათ დრო ჩვენთვის, ბიუჯეტსაც დავხმარებოდით და საკუთარ თავებსაც.

გილოცავთ, რეანიმირებულ, ჩვენი ძალისხმევით პულსაციამიცემულ ტურიზმს ისევ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ,“-წერს მურაჩაშვილი.