საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 446 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %