7 საუკეთესო კურორტი მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა და მოგზაურობა ერთდროულად უნდა

კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან დისტანციურად მუშაობა სულ უფრო აქტუალური გახდა. პლანეტის მასშტაბით მილიონობით ადამიანმა სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლა, მუშაობა, ღონისძიებებსა და კონფერენციებზე მონაწილეობა ონლაინ სივრცეში გააგრძელა.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ლეპტოპი და ინტერნეტთან წვდომა გვქონდეს.

სოციალურ მედიაში ტერმინი „ციფული მომთაბარეები“ გაჩნდა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ და ახალ ადგილებს ნახულობენ, პარალელურად კი მუშაობას აგრძელებენ.

Euronews გთავაზობთ 7 საუკეთესო მიმართულებას მსოფლიოში, სადაც ერთდროულად მუშაობისა და დასვენებისათვის საუკეთესო პირობებია.

ბარბადოსი

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული მომთაბარეებისთვის საზღვრები გახსნა ბარბადოსი იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მია მოთლეიმ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უცხოელებისთვის ბარბადოსში რამდენიმე თვით ჩასვლისა და ცხოვრების პროცედურა გამარტივდა.

ბარბადოსში საცხოვრებლად უცხოელებმა 1 650 ევრო უნდა გადაიხადონ.

ბერმუდა

ბერმუდის ხელისუფლება უცხოელებს დარჩენის უფლებას 12 თვემდე ვადით აძლევს. ამისათვის კი უცხოელებმა სამსახურის დამადასტურებელი ცნობა და ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა წარადგინონ.

ბერმუდაში საცხოვრებლად უცხოელებმა 200 ევრო უნდა გადაიხადონ.

მავრიკი

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო მავრიკში ცხოვრების უფლება უცხოელებს 1 წლამდე აქვთ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ საცხოვრებლის პოვნაშიც კი ეხმარებათ.

უცხოელები მავრიკში საცხოვრებლის გადასახადისგან თავისუფლები არიან.

ანტიგუა და ბარბუდა

ანტიგუა და ბარბუბუდაში უცხოელებს ცხოვრების უფლება 2 წლამდე ვადით შეუძლიათ.

ამისათვის მათ 1 240 ევროს გადახდა მოუწევთ.

ანგილია

ანგილია დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს.

ანგილიაში სამუშაო ვიზით ცხოვრების უფლება უცხოელებს 3-დან 12 თვემდე აქვთ.

ამისათვის კი მსურველებს 1 650 ევროს გადახდა მოუწევთ.

კაიმანის კუნძულები

კაიმანის კუნძულები დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთი ზღვისიქითა ტერიტორიაა, რომელიც ასევე კარიბის ზღვაში მდებარეობს. კუნძულები უცხოელებს ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას 2 წლამდე ვადით აძლევს.

ამასთან აპლიკანტებს წელიწადში მინიმუმ 83 000 ევროს ოდენობით შემოსავალი უნდა ჰქონდეთ.

სამუშაო ვიზის აღება კაიმანის კუნძულებზე 1 250 ევრო ღირს.

მექსიკა

სიაში მექსიკა ყველაზე დიდი ქვეყანა, სადაც ჩასვლისა და მუშაობის მსურველებს წლიური მინიმალური შემოსავალი 27 000 ევრო უნდა ჰქონდეთ.

მექსიკის სამუშაო ვიზა მხოლოდ 30 ევრო ღირს.

ბექა ბერიაშვილი