ჯო ბაიდენმა რუსული IT-კომპანიები შავ სიაში შეიყვანა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი სიაში შეიყვანა და ვაჭრობა შეუზღუდა რუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების 4 კომპანიასა და კიდევ 2 ორგანიზაციას, რომლებიც, თეთრი სახლის შეფესებით, „მავნე და აგრესიულ“ საქმიანობას, ასევე, ციფრულ ჯაშუშობას ეწევიან. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, აშშ-მ რუსეთის კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიას ახალი დარტყმა მიაყენა.

ვაჭრობის დეპარტამენტის შავ სიაში ამ კომპანიების დამატება ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს აეკრძალათ მათთვის ულიცენზიო საქონლის მიყიდვა, რისი გაცემაც იშვიათად ხდება. ეს ზომა მიღებულ იქნა აპრილის სანქციების შემდეგ, რომლებიც მოსკოვს ამერიკის საარჩევნო IT-სისტემის შარშანდელი გატეხვისა და ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო დაეკისრა.

შავ სიას დაემატა რუსული სააქციო საზოგადოებები AST, Pasit და Positive Technologies, აგრეთვე, ორგანიზაცია -„სამხედრო-ინოვაციური ტექნოპოლისის ეპოქა,“ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ავტონომიური სამეცნიერო დაწესებულება - „უსაფრთხოების გამოთვლითი მოწყობილობებისა და ავტომატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ და შპს Neobit.

თეთრი სახლის მონაცემებით, „სამხედრო-ინოვაციური ტექნოპოლისის ეპოქა“ რუსეთის თავდაცვის სამიინისტროს კვლევითი ცენტრი და ტექნოლოგიური პარკია. Pasit არის IT-კომპანია, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვისთვის ბოროტმოქმედურ კიბეროპერაციებზე მუშაობს. „უსაფრთხოების გამოთვლითი მოწყობილობებისა და ავტომატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც, ასევე, ბოროტმოქმედურ კიბეროპერაციებს უჭერს მახარს, ხოლო IT-უსაფრთხოების რუსული ფირმების, Neobit-ს, AST-სა და Positive Technologies-ის მომხმარბლები რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებია.

როგორც წესი, ვაჭრობის დეპარტამენტის შავი სია ივსება კომპანიებით, რომლებიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემუქრებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ