კომპანიები, ვის „გაშავებასაც“ თბილისის მერია ითხოვს

თბილისის მერიამ სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო 2020 წელს 10 კომპანიის შავ სიაში შეყვანა მოითხოვა.

როგორც მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისის მთავრობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჯამში 27 პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მათი უმეტესობა გამწვანებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებს ეხება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, ვის „გაშავებასაც“ ითხოვს მერია:

1. შპს „გრინ გეორგია“ - მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანა 5 პროექტთან დაკავშირებით მოითხოვა.

კერძოდ:

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის თელის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი კრაზანას (Hypericum calycinum) და სუროს (Hedera helix `hibernica`) დეკორატიული ბუჩქების სახელმწიფო შესყიდვა.

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი უნგრული ცაცხვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ატლასის კედარის ნერგების და ნერგების დარგვისათვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესიდვა.

2. შპს „გარდენიის ცენტრი ლა ენსინა-ს ფილიალი“ - თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეებისა და დეკორატიული მცენარეების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა) სახელმწიფო შესყიდვა.

3. ი.მ „მალხაზ მაღრაძე“ - რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა

4. შპს „მწვანე სამყარო“ – მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანა 14 პროექტთან დაკავშირებით მოითხოვა.

კერძოდ:

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰიმალაის კედარის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰიმალაის კედარის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ევროპული მუხის ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი იაპონური სოფორას ნერგების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი იტალიური ფიჭვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ირმის რქის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი წვრილფოთოლა იფანის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის ნეკერჩხლის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის ნეკერჩხლის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი წვრილფოთოლა იფანის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი უნგრული ცაცხვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების, სხვადსახვა სახეობის ბუჩქის ნერგების და აღმოსავლური ჭადრის ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა

5. შპს „თლ გუნდი“ - რკალისებრი სახელურით საპარკე სკამების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა

6. შპს „გეომენ“ - სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდი ბანერების (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი-დემონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა

7. შპს „ენ-ჯი-ეს გრუპი“ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურისათვის ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების მყარი დისკებისა (HDD, SSD) და ოპერატიული მეხსიერებების (თანმდევი მომსახურებით: მონტაჟი-გამართვა) სახელმწიფო შესყიდვა

8. შპს „გაბი“ - ქალაქ თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები

9. შპს „შპს დეკორაციების და ქანდაკებების სახლი“ -თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიებზე, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხოციელების ფარგლებში, ფართობის შემოღობვის, გაწმენდისა და ნიადაგის აჩიჩქვნის სამუშაოები

10. შპს „როუდ სოლუშენს“ -თბილისის მასშტაბით ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები.

ნინი ქეთელაური