დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტის ანტიპროპაგანდაში 15 მლნ დოლარს დახარჯავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, 15 მლნ დოლარი კრიპტოვალუტაში ინვესტირების ანტიპროპაგანდაში დახარჯოს. ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსური მერეგულირებელი სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიჰილ რატიმ განაცხადა.

უწყება შეშფოთებულია, რომ ახალგაზრდები სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავენ კრიპტოვალუტაში. კამპანიის მიზანია, ისინი ამ ტიპის ინვესტიციების საფრთხეებზე გააფრთხილოს, რომ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

ნიჰილ რატი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ბევრ კომპანიას, რომელიც კრიპტოვალუტაში ფულის ჩადებას ხელს უწყობს, შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია.

კოკა კვირკველია