ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები განსაზღვრა

ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა.

კერძოდ, ცესკო-ს დადგენილებით, ყველაზე მეტი თანხა - 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი. მას მოსდევს ზუგდიდი - 89 705 ლარით; მე-3 ადგილზე კი საბურთალოა - 86 045 ლარით.

ჯამში კი, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გამოყოფილი.

ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.