ჩინური Tencent-ი ბრიტანულ Sumo Group-ს 919 მლნ გირვანქა სტერლინგად ყიდულობს

ჩინური ინტერნეტ-გიგანტი Tencent Holdings Ltd. ბრიტანულ Sumo Group Plc-ს 919 მილიონ გირვანქა სტერლინგად ყიდულობს (1,27 მლნ აშშ დოლარი). Sumo-ს ცნობით, შეძენა სრულად ფულადი სახსრებით მოხდება.

ბრიტანული კომპანია ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ოპერირებს. Sumo-ს აქციონერები თითო აქციაში 5,13 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ეს მთელი 43,3%-ით მეტია ამ ფასიანი ქაღალდების პარასკევის კოტირებებზე და 45,5%-ით მეტი - ბოლო ნახევარი წლის საშუალო ფასზე.

Tencent-ის აქციების კოტირებები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზე დღევანდელი მდგომარეობით 2,6%-ით არის შემცირებული.

Sumo Group-ის აქციები კი ლონდონის ბირჟაზე 0,7%-ით არის გაზრდილი 3,58 გირვანქამდე. კომპანის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვს 597 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კოკა კვირკველია