საქართველოდან 5,411 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული

დღევანდელი მონაცემებით საქართველოდან 5,411 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 916 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5,411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1 მილიონ 685 ათასი აშშ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა - რუსეთის ფედერაციაში (841.9 ტონა) ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), ყატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა).