BBC- Microsoft Exchange-ის სერვერებზე თავდასხმა ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა განახორციელეს

Microsoft Exchange-ის სერვერებზე თავდასმა ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშრებულმა პირებმა განახორციელეს - ამ ინფორმაციას BBC გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმამ, რომელიც მიმდინარე წელს მოხდა მსოფლიოს მასშტაბით 30 000 ადამიანი დააზარალა, რა დროსაც მათი პირადი მონაცემები საჯაროდ გავრცელდა.

„ეს უგუნური, თუმცა ნაცნობი ქმედებაა ჩინეთის მხრიდან. პეკინს მოვუწოდებთ მსგავსი კიბერ-საბოტაჟი შეწყვიტოს“ , - განაცხადა გერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში კომპანია Microsoft-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სერვერებზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმა განხორციელდა. მათი თქმით, თავსხმის უკან ჩინური ჯგუფი „ჰაფნიუმი“ იდგა.