საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა". - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 36 375 ტესტი ჩატარდა.