IMF: 2021 წელს  საქართველოში ფასები საშუალოდ 7.3%-ით გაიზრდება

მსოფლიო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა.

დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 7.7%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, სავალუტო ფონდის პროგოზით, 2021 წელს ინფლაცია საქართველოში საშუალოდ 7.3% იქნება.

რაც შეეხება 2022 წელს, დოკუმენტის მიხედვით ინფლაცია შემცირდება და 2.3% იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი დონე 3%-ია, თუმცა უკანასკნელ თვეებში ფასების დონის ზრდა მიზნობრიობას ბევრად აჭარბებს. მაგალითად, ივნისში ფასების დონე წლიურ ჭრილში რეკორდულად, 9.9%-ით გაიზარდა.

ნოდარ სირბილაძე