BP-ს შოტლანდიის სანაპიროსთან 2,9-გიგავატიანი ქარის ენერგოსადგურების დადგმა სურს

ნავთობისა და გაზის ბრიტანული კომპანია BP მწვანე ენერგეტიკის სტრატეგიის გამოცდის წინაშე დგას. Bloomberg-ის ცნობით, ზღვის ფსკერის ათვისების უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო აუქციონზე, BP-მა საპარტნიორო ხელშეკრულება გერმანულ ენერგეტიკულ კომპანია Energie Baden-Wuerttemberg (EnBW)-სთან გააფორმა. BP-ს სურს, მოიპოვოს უფლება, რომ შოტლანდიის სანაპიროსთან 2,9 გიგავატის ენერგეტიკული სიმძლავრის ქარის სადგურები დადგას.

წლის დასაწყისში ორივე კომპანიამ უელსისა და ინგლისის სანაპიროებთან საზღვაო ფსკერის ათვისებაზე კონკურსი მოიგო. კონკურსში BP ყველაზე მეტი ინვესტიციით დაწინაურდა.

„ბრიტანეთის სანაპიროსთან კომპანია სულ უფრო აფართოებს ქარის ენერგიის წარმოების მიმართულებას და ამ სექტორში თავის თავს სერიოზულ მოთამაშედ წარმოაჩენს,“ - წერს Bloomberg.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ