საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან თითქმის 9-ჯერ მეტი პროდუქტი გავიდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. უფრო კონკრეტულად, წელს 6 თვეში უცხოეთში 23 745 ტონა (8,850 მლნ დოლარის ღირებულების) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 2 704 ტონა (855 ათასი დოლარის ღირებულების).

2020 წლის 6 თვეში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა, წელს იანვარ-ივნისში კი 10 ქვეყანაში.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 6 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა:

  • რუსეთი - 17 602 ტონა (7,810 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 2 549 ტონა (315,1 ათასი დოლარი)
  • მოლდოვა - 1 421 ტონა (287,9 ათასი დოლარი)
  • თურქმენეთი - 871 ტონა - (125,3 ათასი დოლარი)
  • ბელარუსი - 669 ტონა (177,1 ათასი დოლარი)

ამასთან, წელს საქართველოდან კატროფილი გავიდა: სომხეთში, ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, უკრაინაში და მინიმალური მოცულობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.