ბიტკოინის ფასი 30 000 დოლარს ჩამოსცდა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული ციფრული ვალუტის ბიტკოინის ღირებულება კლებას განაგრძობს. დღევანდელი ვაჭრობის განმავლობაში მისი ფასი 30 ათას დოლარს ჩამოსცდა. ამის შესახებ მოწმობს coindesk-ის მონაცემები. აღნიშნულ ვალუტაზე 29,664 დოლარი თბილისის დროით 08:37 საათზე დაფიქსირდა.

თბილისის დროით 13:40 საათისთვის კი მისი ფასი 29,699 დოლარია.

ბიტკოინი - ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია