Mastercard-მა შესაძლოა, ბრენდი Maestro გააუქმოს

საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა Mastercard განიხილავს დებეტური ბარათების ბრენდის Maestro-ს დახურვის საკითხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ „კომერსანტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ბრენდის დახურვის მიზეზად წყარო გამოცემასთან Maestro-ს არასაკმარის მომგებიანობას და ბარათზე დაბალ საკომისიოებს ასახელებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ ბრენდის ბარათები არ გამოიყენება ინტერნეტ-კომერციაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განვითარებადი მიმართულებაა საგადასახადო სისტემებში.

გამოცემის ცნობით, Mastercard -მა ბრენდი Maestro 1990 წელს შექმნა.

კოკა კვირკველია