სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 42 500 00 000 ლარი შეადგინა.

აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.850%, მაქსიმალური - 9.190%, საშუალო შეწონილი - 8.935%.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250%-ს შეადგენდა. მათივე ცნობით, კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.