ჩინეთი Microsoft-ზე კიბერ-თავდასხმის შესახებ ბრალდებას უარყოფს

ჩინეთი დასავლეთის ბრალდებას Microsoft-ზე კიბერ-თავდასხმის შესახებ უსაფუძვლოსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

ჩინეთის მთავრობა კიბერ უსაფრთხოების ერთგული დამცველია. მტკიცებულების გარეშე ბრალის წაყენება საზიანო და უპასუხისმგებლო ქმედებაა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უელინგტონში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა.

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ჩინეთის საელჩომ ავსტრიაშიც და ვაშინგტონს „მავნე კიბერშეტევების მსოფლიო ჩემპიონი“ უწოდა.

გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ Microsoft Exchange-ის სერვერებზე თავდასხმა ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა განახორციელეს. მოგვიანებით მათ განცხადებას ახალი ზელანდიაც შეუერთდა.

მიმდინარე წლის მარტში კომპანია Microsoft-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სერვერებზე მასშტაბური კიბერ-თავდასხმა განხორციელდა. მათი თქმით, თავდამსხმის უკან ჩინური ჯგუფი „ჰაფნიუმი“ იდგა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამ მსოფლიოს მასშტაბით 30 000 ადამიანი დააზარალა, რა დროსაც მათი პირადი მონაცემები საჯაროდ გავრცელდა.