„რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600-ზე მეტი შემთხვევა არ გვექნებოდა - დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, ჯარიმა გადაიხადოს და მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა"

რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600-ზე მეტი შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა - დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და მერე მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ამ მონიტორინგს ახორციელებენ.

"ის რეგულაციები, რომელიც დღეს ფურცელზე არის განსაზღვრული და როგორც კანონმდებლობა მოითხოვს, ის რომ სრულდებოდეს, დღეს 2600-ზე მეტი შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არის გაზიარებული. მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ამ მონიტორინგს ახორციელებენ, თუმცა დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და მერე ამით მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და აქ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სამთავრობო სექტორთან თუ არ გაზიარდა, ვიქნებით მუდმივად ამგვარ რთულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, რეგიონებში რთული მდგომარეობაა და არც ვაქცინაციის პროგრამა არ არის აქტიური, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი დაწესებულება მზად არის, რომ მივიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გაბუნიამ.