ეთერ ფარულავამ  მომენტალურ ლატარია ,,შვიდიანში’’  20 000 ლარი მოიგო

ლატარიაში მოგების სახით უკვე გაცემულია 54 მილიონ ლარზე მეტი

ლატარიაში მოგებები გრძელდება, ამჯერად ლატარიის მოთამაშეთაგან ყველაზე იღბლიანი ქუთაისელი ქალბატონი ეთერ ფარულავა აღმოჩნდა. მან მომენტალური ლატარიის რამდენიმე ბილეთი შეიძინა და ,,შვიდიანში’’ მაქსიმალური მოგება 20 000 ლარი მოიგო.

ქალბატონი ეთერი 65 წლისაა და ის ქუთაისში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. ,,გადასაფხეკ ლატარიას ყოველ კვირას ვყიდულობ, მოგების დღეს რამდენიმე ჯიხურში ჟურნალის კონკრეტულ გამოშვებას ვეძებდი, თუ არ ვცდები სამ ჯიხურში ვიყავი და სამივეგან თითო მომენტალური ლატარია ,,შვიდიანი’’ შევიძინე. სახლში მოსვლის შემდეგ გადავფხიკე, როდესაც აღმოვაჩინე რომ 20 000 ლარი მოვიგე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მოგებული თანხით სახლს გავარემონტებ’’ - ამბობს ეთერ ფარულავა.

მომენტალურ ლატარია ,,შვიდიანში’’ კიდევ ბევრი მაქსიმალური მოგებაა დარჩენილი. საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებელს 6 სახეობის მომენტალურ ლატარიას ,,ფარაონს’’, ,,სამ შანსს’’, ,,7-11-21’’-ს, ,,შვიდიანს’’, ,,ჯოკერსა’’ და ,,ხელფასს’’ სთავაზობს, სადაც მაქსიმალური მოგება - 50 000 და 20 000 ლარი და ერთი წლით ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია.

მომენტალური ლატარიის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ,,მაგნიტის’’, ,,სპარის’’, ,,იოლის’’, ,,სმარტის’’, ,,ავერსისა’’ და ,,გალფის’’ ქსელში, ასევე ,,საქართველოს ფოსტის’’ ჯიხურებსა და კომპანიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია თითქმის ყველა დიდ სავაჭრო მოლში.

გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!