ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

ივლისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo